საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის სხდომა პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყო

პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. ამ წუთებში პარლამენტში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოდის.

პრემიერ - მინისტრის წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

პარლამენტმა ასევე უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა