სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის დიასპორას გვერდში დაუდგეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის საქართველოს დიასპორას ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ასეთ მძიმე ვითარებაში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება ყველას და განსაკუთრებით, პრეზიდენტს. ამ ადამიანებს ექნებათ სპეციფიკურ პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც ერთად უნდა მივხედოთ. ჩვენი დიასპორა უკიდურესად მძიმე, მორალურ და ხშირ შემთხვევაში მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება. ჩვენი დიპლომატიური უწყება, საელჩოები და საკონსულოები 24 - საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის მათ ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს