პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, მთავრობას უფლება ეძლევა ბიუჯეტის ხარჯვის უფლებამოსილება შეაჩეროს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული დეკრეტის თანახმად, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის უფლებამოსილება შეაჩეროს. კერძოდ, დეკრეტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება. ამასთან, მთავრობას უფლება ეძლევა საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით. ასევე, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე.

დეკრეტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უფლება ექნება საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგანგებო ბიუჯეტი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ერთი თვით: 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა