პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების თანმდევ გართულებებსა და პრობლემებზე საუბრობდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მას სიტყვა შეაწყვეტინა.

„ეტყობა მთავრობას ვერ გაუგია, რა მდგომარეობაშია. ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, სხვა რეალობაში აღმოვჩნდებითო. ვერ წარმომიდგენია, მთავრობას ეს სხვა რეალობა რა ენაზე უნდა ავუხსნათ, რომ მათ გაიგონ, ჩვენი ეკონომიკის 50% პრაქტიკულად გაჩერდება," - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან ნათქვამმა გარკვეულმა რეპლიკამ ჭიჭინაძის გაღიზიანება გამოიწვია და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა ჯაფარიძეს „კვერცხი გადააყლაპონ".

„იმედია, ვაზელინი ჯერ დეფიციტში არ არის", - განაცხადა ჭიჭინაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სიტუაცია რამდენიმე წუთში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით განიმუხტა. მანდატურებმა ვიქტორ ჯაფარიძესა და დავით ჭიჭინაძეს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი ჯაფარიძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს