პრეზიდენტი - საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება

საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ეფექტურობა მოქალაქეობრივ შეგნებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დადგენილ იძულებით ზომებში არ შედის მოქალაქეებისთვის ადრე გაცემული რეკომენდაციები, ისინი მოსახლეობამ მაინც ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.

„ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა: სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა. ამ რეკომენდაციების დაცვა არ ექვემდებარება აღსრულებას სამართალდამცველი ორგანოებისგან, მაგრამ მათი განუხრელად დაცვა ევალება ყველა მოქალაქეს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება. აუცილებელია, ჩვენს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს სამაგალითო და სახელმწიფოს არ დასჭირდეს დამატებით იძულებითი ნორმების შემოღება,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში პრეზიდენტის როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება.

„ამ პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, ჩემი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება რამდენიმე მიმართულებით: - ასეთ განსაკუთრებულ პირობებში პრეზიდენტს ევალება ქვეყანაში დემოკრატიის დაცვა, რადგანაც საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის თუ ხშირად ბადებს თეორიულ შიშს იმისა, რომ შეიძლება ზედმეტად შეიზღუდოს კონსტიტუციით დაცული უფლებები. ასეთ მძიმე ვითარებაში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება ყველას და, განსაკუთრებით - პრეზიდენტს. ამ ადამიანებს ექნებათ სპეციფიკური პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც ერთად უნდა მივხედოთ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა