პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი ბრძანება და დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ საანგებო პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.

პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ. დღეიდან დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვერც მაღაზიებში ერთდროულად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც და დაუშვებელი ხდება, ტაძრებში ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა.

დამტკიცებული დეკრეტის მიხედვით, იზღუდება კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლების, გადაადგილების და მიმოსვლის, შრომის თავისუფლების, საჯარო სერვისების მიწოდების, საკუთრების, გაფიცვის, მეწარმეობის და სხვა უფლებები.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა