დეპუტატი - წარმოუდგენელია, ადამიანებს აუკრძალო წირვა-ლოცვებზე დასწრება, რას ეუბნებით მათ, რომ ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ?! - გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?!

დამოუკიდებელ დეპუტატს, ალექსანდრე ერქვანიას დაუშვებლად მიაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით მათ შეეზღუდოთ წირვა-ლოცვებზე დასწრება.

მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მოუწოდა, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეეხება ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრების შეზღუდვას, არ დაუჭირონ მხარი.

„ეს არის წარმოუდგენელი, მითუმეტეს ამ განსაცდელის დროს, ადამიანებს აუკრძალო წირვა-ლოცვებზე დასწრება, ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გამოვკეტოთ სახლში. ეს არის დაუშვებელი. რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ?! გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?! წარმოუდგენელია ამის გაკეთება. თუ ეს ხელისუფლების პასუხია გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, არ შეიძლება ამის გაკეთება. უნდა დავფიქრდეთ, ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ხალხის ლოცვას შეისმენს უფალი. დაფიქრდით, ყველას მოგიწოდებთ, თუ ეს შეეხება ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრების შეზღუდვას, არ დაუჭიროთ მხარი. ბოლოს მინდა მოსახლეობას მივმართო, იგრძნობა მოსახლეობაში შიში, არაფერი არ არის საშიში, ამაზე მძიმე განსაცდელები გადაგვიტანია, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუცილებლად დაგვიფარავს და გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან," - განაცხადა ერქვანიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა