მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ვადაზე ადრეც გაუქმდეს, იმ კონკრეტული ვითარების აღმოფხვრისთანავე, რის გამოც გამოცხადებულია

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გაუქმდეს ვადაზე ადრეც, იმ კონკრეტული ვითარების აღმოფხვრისთანავე, რის გამოც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ასე უპასუხა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა დეპუტატ, ემზარ კვიციანის კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რომ 19 აპრილს არის აღდგომა, საგანგებო მდგომარეობის ვადა კი 21 აპრილს სრულდება და ხომ არ აჯობებდა, რომ 20 დღით ყოფილიყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული.

„საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გაუქმდეს იმ ვითარების აღმოფხვრისთანავე. შესაბამისად, თუ მაგალითად, ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო თუ 10 დღეში არ იყო და ერთი თვე იყო საჭირო, მაშინ,ბუნებრივია, ერთი თვე გაგრძელდება“,-განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო