ვახტანგ გომელაური - მინდა ჩვენი უწყების თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო ამ დღეებში გაწეული შრომისთვის

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით სამართალდამცველების მიერ გაწეული მუშაობა უმძიმესი იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ამ პროცესებში ჩართულ პოლიციის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ჩვენს თანამშრომლებს, პოლიციელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ 2 კვირის განმავლობაში. თქვენ იცით, თუ რა პრობლემები იყო, ძალიან ბევრი რეისი სრულდებოდა. მით უმეტეს, პირველი 2-3 დღის განმავლობაში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერს გავართვით თავი. დღეს დაკეტილია საზღვრები მთლიანად. სახმელეთო საზღვარზე შემოდიან მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები და გამონაკლისი დაიშვება მაშინ, თუ დიპლომატიური მისიით მოემგზავრება სხვა ქვეყნის მოქალაქე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუ პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია - მეუღლე, შვილი, დედა და ა.შ. მისი ქვეყანაში შემოშვების საკითხს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, შემოწმების შემდეგ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა