დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა განმარტება, თუ რას გულისხმობს 10-კაციანი შეკრების შეზღუდვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, დიდ და მცირე ზომის ტაძრებში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება. მისი თქმით, ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ისე, „რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი“.

„ამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით განცხადებამ, რომ 10 -კაციანი შეკრებების ნებართვა არის მხოლოდ ამ რეჟიმში, გამოიწვია მხოლოდ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში. ამიტომ, ჩვენ დღეს შევეცადეთ, რომ მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები. პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10- კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები. საქმე ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, რომ იყოს დაცული დისტანცია. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის სხდომის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი, რომ ჩვენმა მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე, მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ და მცირე ზომის ტაძრებში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება. ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, თითოეული მოქალაქის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მომხდარი აფეთქება გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და რაიმე დღესასწაულის აღნიშვნას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანრთელობის დაცვასა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს ეს," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, თუკი აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის ვადამაც გადმოიწიოს.

„თუ ამის საშუალებას მისცემს ის მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნას იმისთვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის. საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დღესასწაულზე შეიძლება იყოს ბევრი ხალხი და იცით, რომ აღდგომის მარხვის პერიოდი არის სხვადასხვა დღესასწაულები და მსახურებები, მათ შორის, შვიდგზის ზეთისცხება სრულდება, გვაქვს ხარება, ბზობა და ა.შ. შესაძლებელია ასევე, რომ მრევლის ნაწილი ტაძართან ეზოში დადგეს, როგორც ეს ითქვა," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

იხილეთ ვიდეო: პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინე განმარტება, თუ რას გულისხმობს 10-კაციანი შეკრების შეზღუდვა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის