რომან გოცირიძე - გახარიას და თალაკვაძის პოზიციებს შორის განსხვავება იგრძნობა - უკვე იწყება საგანგებო მდგომარეობაში სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შერჩევითი მიდგომა

უკვე იგრძნობა განსხვავება პრემიერ-მინისტრის პოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას შორის. უკვე იწყება საგანგებო მდგომარეობაში შერჩევითი მიდგომა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საგანგებო პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შერჩევითმა მიდგომამ შესაძლოა, პროცესების უმართაობა და დაუმორჩილებლობა გამოიწვიოს.„ეს სახიფათო და საგანგაშოა. ჯერ საგანგებო მდგომარეობა ძალაში არაა მთელი სისრულით შესული და უკვე იგრძნობა განსხვავება პრემიერ-მინისტრის პოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას შორის. აბსოლუტურად არასწორი განმარტებები ხდება. თურმე შეკრება სხვა არის და პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამი 10 ადამიანის თავშეყრა თურმე აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს. ანუ უკვე იწყება საგანგებო მდგომარეობაში შერჩევითი მიდგომა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია გაჩდეს დიდი რისკი, მათ შორის ადამიანების მხრიდან დაუმორჩილებლობისა. როდესაც ხალხი ხედავს, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს უწესდება მკაცრი აკრძალვები, ხოლო მეორე ჯგუფს - არა, ამ შემთხვევაში უსამართლობის განცდა დაბადებს უმართავ წინააღმდეგობას. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის წარმატებით შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკირება ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“, მთავრობას, პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას,“ - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის მაღაზიებსა და ეკლესიებში იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, პრეზიენტის გამოცემულ დეკრეტით, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული და შესბამისად, შეზღუდვა არ ვრცელდება რელიგიურ რიტუალში მონაწილეობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო