დავით ბაქრაძე - დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაფიო განმარტება პრემიერ გახარიასგან და მოვისმინეთ გაუგებარი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძისგან

დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაფიო განმარტება პრემიერ გიორგი გახარიასგან და მოვისმინეთ გაუგებარი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისგან, - ასე შეაფასა პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ეკლესიაში მოსახლეობის თავშეყრასთან დაკავშირებით.

ბაქრაძის განცხადებით, საუბარია არა რწმენისა ადა აღმსარებლობის შეზღუდვაზე, არამედ კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაზე და მისი თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში გამონაკლისი არ უნდა იყოს.

„აქ საუბარი არ არის რწმენის ან აღმსარებლობის შეზღუდვაზე, საუბარია ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე. საუბარია არა იმაზე, რომ ადამიანებს აუკრძალო რწმენა და აუკრძალო ის გააკეთონ, რაც მათი შინაგანი ღირებულებებიდან გამომდინარეობს, საუბარია იმაზე, რომ გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს ვირუსს. დაახლოებითი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რაზეც ბატონი არჩილი საუბრობდა, ანალოგია შეიძლება ასეთი გავაკეთოთ - დღეს ხელისუფლებას შემოაქვს შეზღუდვები, რომ სასურსათო მაღაზიებში 10 კაცზე მეტი ვერ შევა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ჭამას ვუკრძალავთ, ადამიანებს ერთად ყოფნას ვუკრძალავთ. ზუსტად ასევეა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას არავინ, ეხება მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ამ მხრივ ქვეყანაში გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს. მიღებული კანონი უნდა ეხებოდეს ყველას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეკლესია მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას გამოიჩენს და არსებულ რეგულაციებს დაემორჩილება.

„მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკლესია გამოიჩენს მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას და დაემორჩილება იმ რეგულაციებს, რომლებიც არსებობს. პრემიერის განმარტება ამ მხრივ იყო მკაფიო, სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან ჩვენ მოვისმინეთ განსხვავებული და ძალიან არამკაფიო ინტერპრეტაცია ამ საკითხზე.

საგანგებო მდგომარეობა ვალდებულებებს აკისრებს არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ მთავრობასაც, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის მოქსმედების პირობებში ეს უკვე მთავრობის ნება და დისკრეცია კი არ არის, ეს არის მთავრობის ვალდებულება, რომ გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ ამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს და მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა