ანდრია ჯაღმაიძე - ზიარების წესზე ახალი მსჯელობა მოსალოდნელი არ არის, წირვა კი დისტანციის დაცვის შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება

ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ საკვირაო წირვა ჩატარდება იმ რეკომენდაციის შესაბამისად, რომელიც დისტანციის დაცვას გულისხმობს.

"ჩვენ როცა ვისმენთ დაავადების გავრცელების ახალ გარემოებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია და მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი. საკვირაო წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება ამ რეკომენდაციების შესაბამისად, რომ დისტანცია დაიცვან. ალბათ, ძალიან რთულია ერთ დღეში ყველას ყველაფერი გავაგებინოთ, მაგრამ ამაზე ვიზრუნებთ, რომ მრევლს ავუხსნათ დისტანცია დაიცვან, როცა მსახურებაზე მოვლენ. ეს ზომა მიღებულია გარკვეული მიზნის მისაღწევად. ეს გულისხმობს დისტანციის დაცვის საშუალებას. როდესაც ადამიანები არიან შეკრებილი და სრულიად ალოგიკურია, რომ 20 და 2000 კვადრატულ მეტრში ერთი და იგივე ადამიანების რაოდენობაზე იყოს საუბარი. მიზანი არის, რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მივიღეთ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომ დისტანცია იყოს დაცული ადამიანებს შორის. ეს თუ მიიღწევა ვფიქრობ, რომ არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს