კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა  ბელიაშვილზე მდებარე  ფართში შეუძლიათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის #5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

„ოთხმა ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში წამოიწყო ძალიან კარგი კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“, რომლის ფარგლებშიც 600-მდე ხანდაზმულს დავეხმარეთ სხვადასხვა პროდუქტით, რომელიც გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ დარიგდა. მინდა, ყველა ახალგაზრდას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესის მხრიდან არის მზაობაა, რათა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები განახორციელონ და ამ მიზნით მომართვიანობა ძალიან მაღალია. მერმა თავის მოადგილეს ილია ელოშვილს სთხოვა, აეხსნა საზოგადოებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქველმოქმედების მსურველები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში არის ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომელთაც შესაძლოა ყველაზე მეტად უჭირდეთ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი საპილოტე პროექტი გამოგვივიდა, როდესაც მოქალაქეებმა შეაგროვეს ამანათების გარკვეული რაოდენობა და ჩვენ ჩვენი დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით, უსაფრთხოების სრული დაცვით, მივუტანეთ 600 ოჯახს. თუმცა ჩვენ აქედან გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანეთ: აუცილებელია, კონცენტრირება გავაკეთოთ მარტოხელა ხანდაზმულებზე, რომლებიც ათასობითაა თბილისში და რომელთაც იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ სახლებიდან არ გავიდნენ, განსხვავებით ჩვენი ბებია-ბაბუებისგან, რომელთაც შვილები და შვილიშვილები ახვევია თავს. დღეს არის ის დრო, როცა საზოგადოება, მთავრობა, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ მათ გვერდში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ არა მხოლოდ მივაწოდოთ საკვები, არამედ მივაწოდოთ იმგვარად და იმ პერიოდულობით, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლებად მოუწიოთ სახლიდან გამოსვლა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, „წითელ ჯვართან“ და ნუტრიციოლოგებთან ერთად შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, 10 დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია : შაქარი - 800 გრამი, ბრინჯი - 800 გრამი, ჩაი -2 კოლოფი, მაკარონი - 2 კგ, წიწიბურა - 1 კგ, შვრიის ფანტელი - 500 გრ, ხორბლის ფქვილი - 3 კგ, ზეთი - 1 ლ, მარილი - 1 კგ, ლობიო - 2 კგ, ორცხობილა - 2 შეკვრა. თხევადი საპონი, სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცი, სარეცხი ფხვნილი - 300 გრ, შამპუნი - 400 მლ, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი.

”ჩვენდამი გადმოცემული ასეთი პაკეტი არის უდიდესი დახმარება ამ ადამიანებისთვის. მერწმუნეთ, რომ ეს პაკეტი იმავე თუ არა, მეორე დღეს აუცილებლად მიუვათ მარტოხელა ხანდაზმულებს. ეს პაკეტი უნდა გადმოგვცეთ ბელიაშვილის #5-ში, ძიუდოს აკადემიასთან, სადაც ჩვენ ვიქირავეთ სპეციალური დარბაზი, რომელიც სრულიად მოწყობილია და სადაც მივიღებთ ამ პროდუქტებს. 23 მარტის დილიდან ჩვენ უკვე შეგვეძლება მათი მიღება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს გადაეცემათ დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით, მოხალისეობის მსურველებმა კი უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 2722222.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)