ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, ქვეყანაში იმპორტჩამნაცვლებელი დარგების სწრაფი განვითარება მოხდება.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს - საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე. ასეთი ტიპის საქმიანობას ჩვენ ადრეც ვახორციელებდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რელიეფურად დავინახეთ ამის აუცილებლობა“ ,- ამის შესახებ ნათია თურნავამ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების გეგმას ეხებოდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობა კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისა და კვების პროდუქტების წარმოებაზე, ასევე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების წარმოებაზე.

„ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ასევე საექსპორტო დარგებზე, რომლებიც მომავალში დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რომელიც ამ კრიზისში შესვლამდე გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო