ბორის ჯონსონი - საფრთხეს ვერ შევნიღბავთ და შაქარში ვერ ამოვავლებთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას „დედის დღესთან“ დაკავშირებით აფრთხილებს და "სოციალური დისტანცირების"დაცვისკენ მოუწოდებს.

„ახლა საუკეთესო რამ, რასაც დედისთვის გააკეთებთ, ისაა, რომ დაურეკოთ, ან სკაიპით ესაუბროთ მას. რატომ? იმიტომ, რომ თუკი დედათქვენი მოხუცია, ან სხვა მოწყვლად ჯგუფს განეკუთვება, ის დიდი ალბათობით კორონავირუსით დაიღუპება. საფრთხეს ვერ შევნიღბავთ და შაქარში ვერ ამოვავლებთ,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კითხვაზე, თავად აპირებდა თუ არა, საკუთარი 77 წლის დედა მოენახულებია, ბორის ჯონსონმა უპასუხა : „მე მას საუკეთესო სურვილებს გავუგზავნი.“

მოგვიანებით დაუნინგ სთრითმა განაცხადა, რომ კვირას, „დედის დღეს“, პრემიერ-მინისტრი დედას სკაიპის საშუალებით დაუკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 233-მდე გაიზარდა, დადასტურებული შემთხვევები კი 5 000-ს აღწევს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია