ერდოღანი მოსახლეობას - დაიცავით წესები და დარჩით სახლში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად „შინ დარჩენისკენ“ მოუწოდებს.

„იმედი მაქვს, ამ რთულ პერიოდს ერთად დავძლევთ. დაიცავით წესები და მითითებები და დარჩით სახლებში,“- წერს ერდოღანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მისი განმარტებით, 65 წელს გადაცილებული პირები და ყველა, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, შინიდან არ უნდა გავიდეს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა სახის პროდუქტის მარაგი არსებობს.

”ჩვენ გვაქვს ყველა სახის პროდუქტი. არაფერია ამოწურული ან მარაგის გარეშე, ”- დასძინა მან.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 947 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 21-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო