ლევან კაკავა - მოვუწოდებ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში და მოუწიათ საქმიანობის შეჩერება შექმნილი მდგომარეობის გამო, ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით

მინდა, მოვუწოდო იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში და ვისაც მოუწია საქმიანობის შეჩერება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით,- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის დასახელებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს სპეციალური ფორმით უნდა მიმართონ.

„ამისთვის აუცილებელია, მათ შემოსავლების სამსახურს მიმართონ სპეციალური ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები,“- აღნიშნა ლევან კაკავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო