მარინა ეზუგბაია განმარტავს, ვინ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევად. ეზუგბაიას თქმით, ასეთად მხოლოდ ის ადამიანი მიიჩნევა, ვისაც რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევა აქვს.

„რეკომენდაციები არ შეცლილა, რადგან ჩვენ შიდა გადაცემაზე, ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ. ამ ინფორმაციის გაჟღერება მოხდება, როგორც კი ცნობილი გახდება.

რეკომენდაცია კვლავ რჩება ის, რომ ყველა პირს, რომელსაც აქვს ცხელება ან მინიმალური რესპირატორული გამოვლინებები, ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია, რომ მოგზაურობის ისტორია ჰქონდეს, ან ჰქონდეს კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან, ანუ დადასტურებულ პირებთან. ასეთი პირები განიხილებიან, როგორც შესაძლო შემთხვევა.

საქართველოში ცირკულირებს ბევრი ვირუსი, განსაკურებით „ა“ ტიპის ვირუსი. ასევე რინო ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ვირუსები, ამიტომ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ავად გახდნენ ნებისმიერი ამ ვირუსით, როდესაც დაეწყება ტემპერატურა და რესპირატორული სიმპტომები, ასეთ პაციენტებთან არაა საფიქრებელი კორნავირუსი, თუ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია და არ აქვთ კონტაქტი ინფიცირებულთან“,- განახადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებლი, მათგან 3 უკვე გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა