ლევან რატიანი - ახალი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან, გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად, მხოლოდ ერთი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

რატიანის განმარტებით, კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„კლინიკაში სულ წევს 76 პაციენტი, აქედან მოგეხსენებათ, რომ გუშინ გვყავდა 4 ინფიცირებული პაციენტი. გუშინდელი კვლევის შედეგად მხოლოდ ერთი მოვიდა დადებითი, რომელიც არის ქალბატონი და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენი კლინიკა ღებულობს სამივე სახის პაციენტს, ეს არის საშუალო, მსუბუქი და მძიმე. გუშინ საკარანტინო ზონაში გაეწერა რამდენიმე პაციენტი, დღესაც გადავა რამდენიმე ადამიანი საკარანტინო ზონაში. არსებული დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. მათგან სამი გამოჯანმრთელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს