“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მჭედლიძე მზადყოფნას გამოთქვამს მის საკუთრებაში არსებული ფართი სახელმწიფოს დროებით დაუთმოს

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი ვახტანგ მჭედლიძე, გამოთქვამს მზადყოფნას სახელმწიფოს დროებით დაუთმოს საკუთარ მფლობელობაში არსებული ფართი მუხიანში (2500კვ.მ), თუ კი ეს გამოსადეგი იქნება საკარანტინო სივრცის მოსაწყობად ან მუხიანის რაიონში სხვა საჭიროებისთვის - კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, COVID-19 ვირუსი უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. მსოფლიო გაჩერდა და არავინ იცის, როდის გადაიდგმება ახალი ნაბიჯები განვითარების გზაზე...

კორონავირუსი სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ცხოვრებაზე, ჩვენს წარმოდგენას ურთიერთობებზე და სოციალურ თანაარსებობაზე...

ერთი რამ დანამდვილებთ ვიცი - სოლიდარობა, ერთიანობა,ურთიერთთანადგომა დაგვეხმარება გადავლახოთ ეს ურთულესი ეტაპი.

მიმაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური დისკუსიების დრო არაა და სწორედ იმიტომ, რომ ამ მძიმე პერიოდში უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის და ყველა სფეროს სოციალური პასუხისმგებლობა, მე მზად ვარ, სახელმწიფოს დროებით დავუთმო ჩემს მფლობელობაში არსებული ფართი მუხიანში (2500კვ.მ), რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას საკარანტინო სივრცის მოსაწყობად, თუ რა თქმა უნდა ამის საჭიროება იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

მჯერა, რომ ჩვენ ერთად, ღირსეულად გადავლახავთ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს“,-ნათქვამია განცხადებაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!