ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი, შუახნის ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კლინიკას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ მიმართა.

რატიანის განმარტებით, შუახნის ქალბატონი საქართველოში არსებულ კლასტერებში შედის და წყაროც არსებობს.

„ახალი ინფიცირებული პაციენტი, არის საშუალო ხნის ქალბატონი, ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა, ზედა სასუნთქის კატარალური მოვლენებით, ეჭვი იქნა მიტანილი, ვინაიდან, წყარო არსებობდა და კლასტერშიც იყო, რომლებიც ჩვენთან არიან. აქედან გამომდინარე ანალიზი გაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორატორიაში და დადასტურდა COVID 19-ით ინფიცირება. ქალბატონი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ბოლო რამდენიმე საათი წამოვიდა, ტემპერატურა, ყელის სიმშრალე და ამიტომ მომართა კლინიკას. ტესტირება ეტაპობრივად ხორციელდება, ანუ მოდის ლუგარის ლაბორატორია, იმედია ჩვენც მალე გვექნება ეს ტესტები და არ გვექნება დროში დაყოვნება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი უკვე გაწერილია კლინიკიდან და თვითიზოლაციას გადის, ერთი კი საავადმყოფოს დღეს დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო