გიორგი ვაშაძე - ეს ფარატინა დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არაფერს  უშველის, არამედ დაამძიმებს მდგომარეობას

ეს ფარატინა დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არაფერს არ უშველის, არამედ დაამძიმებს მდგომარეობას. ამით ცელი გამოვუსვით ქართულ ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს, - ასე ეხმაურება პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

ვაშაძის თქმით, ერთ თვეზე მეტია არ გვაქვს დიაგნოსტიკის და სწრაფი ტესტების შესაძლებლობა, რის გამოც „მთლიანად საკარანტინო ზონად გამოვაცხადეთ მთელი ქვეყანა და უმუშევრად დავტოვეთ ყველა ადამიანი ვინც საქართველოში იყო დასაქმებული.“

„17 მარტს ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა პირველი განცხადება და გავიგეთ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ კვირის ბოლოს დაიწყებოდა აგრესიული ტესტირება, დღეს არის კვირა დღე მაგრამ სამწუხაროდ აგრესიული ტესტირება არ დაწყებულა. სამაგიეროდ გვაქვს საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და უნდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემის წინაშე დავაყენეთ საზოგადოება. ნებისმიერ ასეთ დოკუმენტს, რომელსაც ამტკიცებს ხელისუფლება, აუცილებლად უნდა მოყვებოდეს სამოქმედო გეგმა თუ რისი გაკეთება უნდა. დღეს ვიგებთ, რომ აღარც 10 კაციანი შეზღუდვაა და არც არაფერი არ არის.

მაქვს კითხვა ბატონ გახარიასთან და მმართველ გუნდთან რატომ უპირისპირებთ ჯანმრთელობას ეკონომიკას ჩვენ ერთ თვეზე მეტია არ გვაქვს დიაგნოსტიკის და სწრაფი ტესტების შესაძლებლობა. ამის გამო მთლიანად საკარანტინო ზონად გამოვაცხადეთ მთელი ქვეყანა და უმუშევრად დავტოვეთ ყველა ადამიანი ვინც საქართველოში იყო დასაქმებული. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს დიაგნოსტიკის საშუალება დღეს 3000 კაცი გვყავს კარანტინში და გუშინ საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ ნახეთ რა ხდებოდა მაღაზიებში. უეცრად მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პანიკა წავიდა საზოგადოებაში, ლარის კურსი გაიქცა, ხალხი მივიდა პროდუქტების მაღაზიაში და საფრთხის წინაშე დავაყენეთ ყველა. ეხლა არის ის დრო, როდესაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და სწორი ნაბიჯები გადავდგათ, რომ უმძიმესი მდგომაროებიდან გამოვიდეთ. ეს ფარატინა დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არაფერს არ უშველის, არამედ დაამძიმებს მდგომარეობას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო