საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის  დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

არჩილ თალაკვაძემ და ჰიუ ოქინკლოსმა COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები შეათანხმეს. საუბრისას აღინიშნა, რომ წარმატებით ფასდება საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და რეაგირება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალმენტი ავრცელებს.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), რომელსაც მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი - პროფესორი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ კვლევებს უძღვება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს