დავით ბაქრაძე - თავისუფლად შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არანაირი ობიექტური მიზეზი ჩაშლისთვის არ არსებობს და ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ობიექტური მიზეზი იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი ჩაიშალოს, არ არსებობს.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის პრობლემა არ არის“.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე დაარღვია დიდი ზარზეიმით მიცემული პირობა და ჩააგდო შემოდგომაზე პროპორციული არჩევნები, თუმცა ამის შემდეგ ნახა შედეგი და ეს შედეგი იყო ზეწოლა შიგნით, ქართული საზოგადოების და უცხოეთში ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრისგან, ამიტომ ტყუილის და დარღვევის ფასი „ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან. სწორედ ამ ფასმა აიძულა ხელისუფლება, რომ კიდევ ერთხელ წასულიყო მოლაპარაკებაზე და შეთანხმებულიყო უკვე ახალი მოდელი 120/30 და პოლიტპატიმრების გამოშვება და იმედი მაქვს, საღი აზრი ეყოფა ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთხელ არ გამოსცადოს ბედი და არ მოატყუოს ყველა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ რადგან მეორე ტყუილის ფასი იქნება კიდევ უფრო მძიმე, ამიტომ იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრიც და პასუხისმგებლობაც და პროცესი არ ჩაიშლება. არანაირი შეზღუდვა დროსთან და პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლლებებს. მითუმეტეს, არანაირი პრობლემა არაა საგანგებო პირობებში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, ასე რომ, არანაირი ობიექტური მიზეზი ჩაშლისთვის არ არსებობს და ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს