რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დღეს კორონავირუსზე ტესტი კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ლევან გოფოძის განცხადებით, ახალ კორონავირუსზე, კლინიკაში მყოფი 5 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, რომლებიც უარყოფითია.

გოფოძის თქმით, დღეს კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება და მათი ანალიზის პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

„ამჟამად ჩვენთან კლინიკაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 36 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ 5 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველას ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება. ზოგიერთი მათგანი შემოსულია გუშინ ღამე და ამ დილითაც მივიღეთ რამდენიმე პაციენტი. ყველა მათგანს აქვს ტესტირების ჩატარების ჩვენება და გავუკეთებთ ტესტებს და პასუხები გვეცოდინება საღამოს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა