ირაკლი აბესაძე - გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება - გასაკვირი იქნება, თუ ხელისუფლება უკვე მსჯელობს საკუთარი პოლიტიკური მოტივაციით არჩევნების გადადებაზე

ნამდვილად გასაკვირი იქნება, თუ ხელისუფლება უკვე მსჯელობს გარკვეული საკუთარი პოლიტიკური მოტივაციით არჩევნების გადადებაზე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რითაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შეაფასა.

აბესაძის თქმით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საზოგადოების უსაფრთხოებაზე და არა მოახლოებულ არჩევნებში საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე.

„ევროპულმა საქართველომ“ ჩვენი პრინციპული მოთხოვნის, რომ მხოლოდ ერთი თვით გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, გათვალისწინების შემდგომ, მხარი დავუჭირეთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან რამე მკაფიო გეგმას, თუ როგორ უნდა დაძლიოს ეს კრიზისი, ერთი მხრივ ადამიანების ჯანმრთელობის უსაფთხოების უზრუნველყოფის მხრივ, მეორე მხრივ ეკონომიკური უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით და ეს დაბნეულობა გამოიხატა თუნდაც უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებების წინააღმდეგობაში, როდესაც პრემიერი აცხადებდა, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება უკვე კანონგარეშე იქნებოდა და გაუგებარია, ამის აღსულება როგორ მოხდებოდა, ხოლო შემდგომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დეკრეტში ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

ასევე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ თუ 6 თვით ადრე არჩევნებამდე საგანგებო მდგომარეობა დასრულებული არ იქნება, არჩევნები გადაიდება. ასეთ შესაძლებლობას მოქმედი კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს იყო გარკვეული წამოცდენა პრეზიდენტის მხრიდან იმ მსჯელობების შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით მიმდინარეობს და ნამდვილად გასაკვირი იქნება, თუ ამ უმძიმეს კრიზისს ხელისუფლება იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და უკვე მსჯელობს გარკვეული საკუთარი პოლიტიკური მოტივაციით არჩევნების გადადებაზე. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, დღეს მთელი სახელმწიფო და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს საზოგადოების უსაფრთხეობაზე და არა საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოახლოებულ არჩევნებში“,- განაცხადა აბესაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა