მეუფე გრიგოლი - დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ

არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება, - ამ სიტყვებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის მთავარ საკათედრო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა.

ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვის თავიდან არიდების მიზნით, მან ურჩია, წირვას ტაძრის ეზოდან მოუსმინონ.

„რამდენი ადამიანი ეზიარება და რა სიხშირით ეზიარება? მე გპირდებით და გეუბნებით - ვინც გაითვალისწინებს კურთხევას, საკუთარ თავსაც მოერიდება, გაითვალისწინებს იმ უსაფრთხოების წესებს, დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ. არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით“, - მიმართა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს.

მისი თქმით, თუ მორწმუნეები აღნიშნულ თხოვნას არ გაითვალისწინებენ, სამღვდელოება იძულებული გახდება, წირვა ნათლისღების ეკლესიის ეზოში ჩაატაროს, სადაც მხოლოდ 5 ადამიანი ეტევა.

„თუ ხედავ, რომ ტაძარში გაშლილად ხარ და მაინც ერთმანეთის სიახლოვეს გიწევს დგომა, თავად, თავის შეგნებით შეუძლია გავიდეს და გარეთ არის ხმის გამაძლიერებლები, ხმა ისმინება და არის ამის ყველა საშუალება, თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას, იძულებულები ვიქნებით ნათლისღების ეკლესია რომაა ეზოში, გალავანში, იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა. მაშინ დავდგებით და გარედან მოვისმენთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის