მეუფე იაკობი - ბევრმა პარტიამ საგანგებო მდგომარეობას ხმა იმისთვის მისცა, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა - მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყანაში პარტიებმა ხმა იმისთვის მისცეს, რომ შეზღუდვები ეკლესიას შეხებოდა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პარტიების წარმომადგენლებს უყვართ ხოლმე თქმა, რომ IQ აქვთ, თუმცა, მისი შეფასებით, მათ „IQ ყველას აკლია“.

ბოდბელი მიტროპოლიტი პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, 21 აპრილს, თუ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, „22-ში ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში“.

„არასერიოზული საუბრები მიდის, ჩვენ რა ვინმეს დავასნებოვნებთ? ამდენი ჟურნალისტი რომ დგახართ ერთად რამე დისტანციას იცავთ? - არ იცავთ. ტყუილად იბრძოლებენ ეს ადამიანები ეკლესიასთან და ვერაფერს მიიღებენ. მესმის, რომ სახელმწიფო მართლა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და მივესალმები. თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით?! მაგრამ ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმისთვის, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, ჩვეულებრივი...., მაგათ უყვართ ხოლმე თქმა, IQ აქვთ, IQ აკლიათ. ყველას აკლია. რითი უნდა გავაჩეროთ, მოდის ხალხი. პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? იყო მოსული, მოვიდა და წავიდა. არ არის მისი საქმე აქ. თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებთ.

სახელმწიფომ დააწესა საგანგებო მდგომარეობა. ეს ჩვეულებრივ მივიღე. მაცხოვართან რომ მივიდნენ და გადასახადი მოსთხოვეს „კეისარს კეისრისაო“ - თქვა. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა“. მოდის ხალხი. ჩემთან თუ 1000 კაცი მოვიდა, ვინც არ უნდა მითხრას, 10 მოვიდეს მეტი არაო, ან 20 და 70, იმას ვეტყვი ღმერთთან მოსულ ადამიანს, წადი? მრევლი დღეს კარგად იდგა.

ეს პერიოდი ეკლესიას უკვე გავლილი აქვს, წინა საუკუნეშიც გაუვლია. ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, 21-ში თუ მოხსნიან (საგანგებო მდგომარეობას) 22-ში წავიდნენ და ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში პარტიებმა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო: "ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, 21-ში თუ საგანგებო მოიხსნება, 22-ში მილანს მიაკითხონ მავზოლეუმში" - მეუფე იაკობი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო