ირანის უმაღლესი ლიდერი - აშშ-შიც გაქვთ დანაკლისი, გადანაშაულებენ ვირუსის შექმნაში, ასეთი ბრალდებების ფონზე, შეიძლება ჭკვიანი ადამიანი გენდოთ და თქვენგან დახმარება მიიღოს?

კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში აშშ-ის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე ირანმა უარი თქვა. როგორც ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, აშშ-ის შეთავაზება უცნაურია.

მან სატელევიზიო გამოსვლისას აშშ-ის ლიდერებს „თაღლითები და მატყუარებიც“ უწოდა.

„ამერიკელებმა რამდენჯერმე შემოგვთავაზეს დახმარება პანდემიასთან ბრძოლაში. ეს უცნაურია, რადგან ამერიკაშიც გაქვთ დანაკლისი. ასევე, თქვენ გადანაშაულებენ ვირუსის შექმნაში. არ ვიცი, ეს მართალია თუ არა, მაგრამ ასეთი ბრალდებების ფონზე, შეიძლება ჭკვიანი ადამიანი გენდოთ და თქვენგან დახმარება მიიღოს?“, - განაცხადა ხამენეიმ.

მან ირანელ ხალხს სახლში ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ კრიზისსა და გამოწვევებს, მათ შორის კორონავირუსის ეპიდემიას, გაუმკლავდეს. მანამდე ვაშინგტონმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს