ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს საკმაოდ აქტიური კამპანია და ხალხმრავალი შეკრებები უძღოდა წინ და კორონავირუსის პანდემიის დროს იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს არ გაზრდის რისკებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აქტიური კამპანიისა და ხალხმრავალი შეკრებების ფონზე მიმდინარეობს, რამაც, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე რისკები გაზარდოს.

„აფხაზეთში იმართება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის არალეგიტიმური როგორც პროცესი, ასევე მისი შედეგები. ეს არჩევნები თავისთავად გარკვეულ განწყობებს გამოხატავს მოსახლეობისთვის და საინტერესოა როგორც პროცესი, თუმცა დღეისთვის მთავარი წუხილი უკავშირდება იმას, რომ არჩევნებს აგრეთვე წინ ახლდა საკმაოდ აქტიური კამპანია, ხალხმრავალი შეკრებები და კორონავირუსის პანდემიის დროს იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს არ გაზრდის ადგილზე რისკებს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაშიც და მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიურად შევეცდებით, მივაწვდინოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოცხადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ახლა ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის გადამწყვეტი და აბსოლუტურად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი დისტანციებისგან თავის არიდება და ვფიქრობ, ეს განცდა ამ რეგიონებში არ არის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის აფხაზეთში ვირუსის გავრცელების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არსებობს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რაც ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, ჩართულობის გარკვეულ მცდელობებს და საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულთა დიაგნოსტიკა-მკურნალობას მოიცავს.

„ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარე კვირას აფხაზეთში იმყოფებოდა მისია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ექსპერტების მონაწილეობით, რომლებმაც ძალიან სწრაფი და ეფექტური შეფასება გააკეთეს ადგილზე მდგომარეობის. დღეისათვის ეს მდგომარეობა არ არის კრიტიკული და საგანგაშო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არსებობს, მით უფრო, როდესაც არ კონტროლდება საქართველო რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, სიფრთხილე მართებს ყველას, არც ერთი რეგიონი არ არის რისკისაგან დაზღვეული მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნაკადი ფსოუზე და როკზე არ კონტროლდება, ან არასაკმარისად კონტროლდება. საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი მხრიდან ეს მოიცავს ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, ასევე ჩართულობის გარკვეულ მცდელობებს რასაც ჩვენ ჩვენი არხებისა და გარკვეული პარტნიორების მეშვეობით ვცდილობთ, ასევე დიაგნოსტიკასა და საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულთა მკურნალობის თუ მათი მართვის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს