ნათია თურნავა - რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ - მეც კი არ მაქვს ეს პირბადე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხვალიდან საქართველოში წარმოებული პირბადეები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს დაურიგდება.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ პირბადეების მასობრივი წარმოება დაიწყება, ისინი პრიორიტეტების მიხედვით დაურიგდებათ მათ, ვინც “ფრონტის წინა ხაზზე დგანან”.

“ვიცით, რომ პირბადეები არის დეფიციტში, რა თქმა უნდა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ესაა გლობალური პრობლემა. მაგრამ ესეც იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში ანუ რეკორდულ პერიოდში, ძალიან სწარაფად შევძელით, რომ აგვემოქმედებინა ადგილობრივი წარმოება პირბადეების, რომელიც ადრე უბრალოდ არ გვჭირდებოდა. ნულიდან დავიწყეთ და უკვე ეს წარმოება არის გამართული. ამ პროგრამაში ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი ჩვენ რითმულ მიწოდებას ნედლეულისას, ავაწყობთ, რაც ასევე პრობლემაა, რადგან ქვეყნები ძალიან უფრთხილდებიან ამას, უკვე შევძლებთ, რომ წარმოება მასობრივად დავიწყოთ, მაგრამ დღესაც, რასაც ვაწარმოებთ, კონკრეტული შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ კატეგორიებს, ვინც დგას ფრონტის წინა ხაზზე”,- განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მათ პირბადეების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ, თურნავამ განაცხადა, რომ ჟურნალისტები კერძო სექტორის ჯგუფებს შორის პრიორიტეტს წარმოადგენენ, თუმცა მას შემდეგ, “რაც პირბადეები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ”.

“მეც კი არ მაქვს ეს პირბადე. ორშაბათიდან ამ კატეგორიაში დავიწყებთ დარიგებას”,- განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა