ივანე მაჭავარიანი - ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა

ბოლო რამდენიმე თვეა, ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა, - ამის შეასხებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ორგანიზაციას ინკასო სპეციალურად დაადეს, არის აბსოლუტური სპეკულაცია.

„ინკასოების თემას უსამართლო აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქოს ქვეყანაში კრიზისის დროს ინკასო შეგნებულად დაედო ორ ტელევიზიას. არადა, ბოლო რამდენიმე თვეა (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ამ ტელევიზიებიდან თანხების ამოღება ინკასოების მეშვეობით ხდებოდა, რადგან ისინი ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს. საერთოდ არ იყო კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყანაში, ინკასოს დადება იყო გადასახადის ამოღების ჩვეულებრივი გზა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, იძულებითი ღონისძიებები გატარდა იმ კომპანიების მიმართაც, ვისაც პირველ ეტაპზე, არ შეეხოთ საგადასახადო შეღავათები.

„იმ შეღავათების გარდა, რომელიც გავავრცელეთ ტურიზმის სექტორსა და სხვა მომიჯნავე სფეროებზე, დარჩა უამრავი სხვა სექტორი, მათ შორის, ტელევიზია, ქარხანა თუ უამრავი სხვა კომპანია, რომელზეც არ გავრცელდა ეს შეღავათი. მათაც, ვინც ვერ გადაიხადა გადასახადი, მოგვიწია ინკასოს დადება. ახლა, საუბარი სწორედ იმაზეა, სამომავლოდ, ეკონომიკის შენელების ფონზე, ამ კომპანიებსაც რომ გაუჭირდებათ გადასახადის გადახდა, შეიძლება თუ არა ფიქრი შეღავათების დაწესებაზე. ბიუჯეტის განხილვა ამ კუთხითაც მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, გვეზრდება სოციალური ტვირთი, სოციალური გადასახდელები და მეორე მხრივ, გვიმცირდება შემოსავლები, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძებნოს სწორი გამოსავალი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)