მესამე პაციენტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან გაწერეს

კორონავირუსით ინფიცირებული მესამე გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი 1-დან 2 კვირამდე ვადით თვითიზოლაციაში ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული, მათგან მეორე გუშინ გაეწერა. საქართველოში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა