ირაკლი ბერაია - ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არამხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არამხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის , -ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის საგანგაშო მასშტაბების ბიოლოგიურ საფრთხეს, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებენ სოციალური დისტანცირებისკენ ე.წ. არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი არაფრად აგდებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

„ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და არც არავინ აღიარებს. ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო ძალის მიერ მართული პროცესები, მათ შორის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტების ინტერესების განმტკიცებას ემსახურება. გარდა ამისა, დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის საგანგაშო მასშტაბების ბიოლოგიურ საფრთხეს, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებენ სოციალური დისტანცირებისკენ, სახლებში დარჩენისკენ, ე.წ. არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი არაფრად აგდებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ის, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, რუსული აგრესიული პოლიტიკის და მასზე დაფუძნებული უკანონო ქმედებების პირდაპირი შედეგია. უმძიმესია არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, არამედ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობაც. განსაკუთრებით საგანგაშოა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის კუთხით არსებული ვითარება“,-აცხადებს ბერაია.

მისივე შეფასებით, მობილიზება, ე.წ. საარჩევნო უბნებზე კონცენტრაცია, ახალი ვირუსული ინფექციის სწრაფი ტემპებით გავრცელების და კატასტროფული შედეგების რეალურ საფრთხეს შეიცავს.

„იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოირჩევა ნეგატიური ტენდენციით, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რეგიონების დეპოპულაციის საშიშროება, არ არსებობს სანიტარული და ეპიდსაწინააღმდეგო კონტროლის მექანიზმები, ფართოდ გავრცელებულია ტუბერკულოზი, შიდსი, C ჰეპატიტი, ონკოლოგიური პათოლოგიები, ნარკომანია, პრობლემებია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით, სუსტია ან მოშლილია სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იზღუდება საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა, საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. არჩევნებში და მსგავს უკანონო პროცესებში მოსახლეობის მიზანმიმართული ჩართვა, მათი მობილიზება, ე.წ. საარჩევნო უბნებზე კონცენტრაცია, ახალი ვირუსული ინფექციის სწრაფი ტემპებით გავრცელების და კატასტროფული შედეგების რეალურ საფრთხეს შეიცავს“,-აცხადებს ბერაია.

როგორც ბერაია აცხადებს, აუცილებელია, არალეგიტიმურ არჩვენებს, მიეცეს უმკაცრესი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ერთის მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მორიგ უკანონო, დესტრუქციულ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს და მეორეს მხრივ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმთელობის და სიცოცხლისთვის მაღალი საფრთხის შემცველ ქმედებას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო