მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხვალ დილით კი 6 პირის ტესტის შედეგებს ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ახალ კორონავირუსზე 8 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ეზუგბაიას თქმით, ხვალ, დილით კიდევ 6 პაციენტის ანალიზის პასუხები გახდება ცნობილი.

„დილით 8 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველასთან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დღეს საღამოს კიდევ 6 პაციენტს აუღეს ანალიზი, რომლის პასუხებიც ხვალ დილით იქნება ცნობილი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია - 3 პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო