ამირან გამყრელიძე - ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ასეული შემთხვევა თავიდან უნდა ავიცილოთ - კონტაქტებს ზოგი შეგნებულად მალავს, არ დავმალოთ კონტაქტები!​

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, არ დამალონ კონტაქტები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

როგორც ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები შეგნებულად მალავენ კონტაქტებს.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანამ როგორმე უნდა აიცილოს ასეულობით ახალი შემთხვევის გამოვლენა ყოველდღიურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ჯანდაცვის რგოლისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

“შემთხვევების ზრდა ქვეყანაში გვექნება. მათ შორის, მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის ხარჯზე. ვთქვი, რომ შევედით პრე-კრიტიკულ სტადიაში, ჯერ კრიტიკულში არ ვართ, კრიტიკულში ვიქნებით დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევიდან მე-7, მე-8 კვირას, თუ გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ იქნება, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა, ეს როგორმე უნდა ავიცილოთ თავიდან. ყოველდღიურად ასეული ახალი შემთხვევები, რომ გვქონდეს, მაშინ ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ჯანდაცვის სისტემაზე. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა იქნება, მაგრამ ჩემი მოკრძალებული თხოვნაა საზოგადოების მიმართ, რომ, როცა ჩვენები რეკავენ, იცით, რომ პროტოკოლია, როცა დადებითია პასუხი, მის ირგვლივ ყველა კონტაქტს ვსწავლობთ ტელეფონით. რეკავენ ამ ადამიანებთან, ვისთან იყავით კონტაქტში, ზოგს არ ახსოვს, ზოგი შეგნებულად მალავს ამას. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი სოლიდარობა, არ დავმალოთ ეს კონტაქტები!“,-განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო