ამირან გამყრელიძე - კორონავირუსი, შეიძლება, გახდეს ე.წ. გრიპის ვირუსივით, რომელიც პერიოდულობით შეგვახსენებს​ თავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსი, გახდეს გრიპის ვირუსის მსგავსი, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებს თავს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ აღნიშნა, სწორედ ამ საფრთხის გამო არის აუცილებელი კორონავირუსზე ვაქცინის შექმნა.

„არსებობს შეხედულება, რომ ვირუსის ვირულენტობამ, შეიძლება, დაიწიოს, მაგრამ ის გახდეს ეგრეთწოდებული გრიპის ვირუსივით, რომელიც პერიოდულობით შეგვახსენებს თავს. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კორონავირუსზე ვაქცინის შექმნა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?