ირაკლი კოვზანაძე - სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, სხვადასხვა კუთხით გარკვეული გადაჯგუფებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით , - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საგანგებო ბიუჯეტის დეტალები, რომელზედაც მიმდინარეობს მუშაობა.

"საუბარია დახმარებათა პაკეტზე უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე ჯანდაცვაზე, მთავრობა შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებზე მუშაობს, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას წარმოადგინის საგანგებო ბიუჯეტი და მოიხსნას გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა