მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობს.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025