ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულის მკვიდრი ქალის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულის მკვიდრი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას მწვავე რესპირატორული სინდრომები აქვს", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, მარნეულის მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ პირს 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაღაზიაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია