მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები  მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.

„მისი თქმით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“,-განაცხადა გახარიამ.

„დღეიდან იზღუდება, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად.

ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი, შესაბამისად შესაძლებლობა მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.

ცნობისთვის, მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მას ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი და წლისთავზეც იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა