გიორგი გახარია - მარნეულის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსი“ სრულად კარანტინის რეჟიმზეა გადასული, რომლის მახლობლად უახლოესი 24 საათის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი განთავსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულის კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსი", რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულის მკვიდრი ქალი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, კლინიკის ტერიტორიაზე უახლოეს 24 საათის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი განთავსდება.

"დღეისათვის სრულად კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსი“, ეს ქალბატონი მოთავსებული იყო ამ კლინიკაში. კლინიკის მახლობლად უახლოესი 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა, "ავერსის" კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ პირს 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაღაზიაში მუშაობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო