გიორგი გახარია - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა იძულებით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

გახარიას თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ვირუსის გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე მინიმალური იყოს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ, თითოეული ჩვენ მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, ისევე როგორც იმ სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, რომელიც ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო