გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში  მკაცრი კარანტინის პირობებში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში ყველა ადგილობრივი მედია ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„რაც შეეხება მედიას და პრესას, რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. სხვა, ყველა მედიასაშუალებები, რომლებიც ხაზგასმით ვამბობ- ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალებები ინფორმაციას და მედიარესურსს მიღებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით და საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში. პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს, სოზარ სუბარი კურირებს, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო