პრემიერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ბოლნისში და მარნეულში კარდაკარ ივლიან, რათა შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფად გამოავლინონ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხვალ დილიდან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაიწყებენ ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარდაკარ სიარულს, რათა შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფად გამოავლინონ.

„ხვალ დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები და ყველა ვისაც ეს ეხება, დაიწყებენ კარდაკარ სიარულს იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები და შემდგომ სწრაფად მოხდეს მკურნალობა. ასევე დავალებული აქვთ, რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, ეს იქნება საკვები თუ მედიკამენტები", - აღნიშნა გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრი კარანტინის რეჟიმში გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა