გიორგი გახარია - შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამართალდამცველებისა და მედიკოსები გარდა, სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.

როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები გაუწევენ ზედამხედველობას.

პრემიერის ინფორმაციითვე, „ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს“.

„დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცველების, რომლებმაც ადგილზე სიწყნარე უნდა უზრუნველყონ, ისევე როგორც შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროდუქტებით მომარაგება, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან სხვა რეგიონებში გამოტანა.

ამას ყველაფერს დავალაგებთ ღამის განმავლობაში და დილით ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, იქნება მხოლოდ ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება და მათ ესტუმრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის. მიზეზი ადგილობრივი ქალის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი, ის წლისთავზე იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა