გიორგი გახარია - ვიღაცები სპეკულირებენ იმისთვის, რომ ან უფრო მეტი ფული იშოვონ, ან უფრო მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვონ

არავის არ დაავიწყდეს, რომ საგანგებო მდგომარეობაა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, მათ ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად დაეხმაროს ჯანდაცვის სისტემას, ვიღაცები ცდილობენ „ან უფრო მეტი ფული იშოვონ, ან უფრო მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვონ“.

„არავის არ დაავიწყდეს, რომ საგანგებო მდგომარეობაა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დააკისრებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში დროებით, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები.

ქვეყანაში დღეს საკარანტინო ოთახების დეფიციტი არ არსებობს და რომ იცოდეთ, საკარანტინო ოთახებში სახელმწიფო საკმაოდ კარგ ფინანსურ გადასახადს იხდის. ძალიან კარგად გვესმის ბიზნესის ინტერესებიც და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიც. იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთად - სახელმწიფო, ხელისუფლება, ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები - ვზრუნავდეთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, რომ ამ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბი და ტემპი შევამციროთ, ვიღაცები სპეკულირებენ იმისთვის, რომ ან უფრო მეტი ფული იშოვონ, ან უფრო მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვონ“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა