მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული. გატარებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესებას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იზღუდება, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ასევე შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

"ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი, შესაბამისად, შესაძლებლობა მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს საშუალება მივცეთ , სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს.

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულის მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ის წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც ორი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების გარდა, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა