მარნეულსა და ბოლნისში ვითარებას კოორდინაციას სოზარ სუბარი გაუწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას კოორდინაციას პრემერი-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გაუწევს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს სოზარ სუბარი კურირებს, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც“,-განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორნავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ცნობისთვის, პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იზღუდება, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ასევე შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

"ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი, შესაბამისად, შესაძლებლობა მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს საშუალება მივცეთ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს.

ორ მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულის მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ის წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც ორი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების გარდა, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო